რომ არა კორონავირუსის პანდემია, არჩევნებში ჩემი დამარცხება ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „გამოკითხვებში ჩვენი რეიტინგები ძალიან მაღალი იყო. რომ არა კორონავირუსის პანდემია, ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა ჩემი დამარცხება. შემდეგ მოხდა ის, რაც ყველა სხვა ქვეყანაში მოხდა - ვირუსი დაგვატყდა თავზე და ამან, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა“, - განაცხადა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომს აზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, მარტის ბოლოს დონალდ ტრამპის რეიტინგი 47.3%-ს შეადგენდა, აგვისტოს დასაწყისში კი, 43%-მდე შემცირდა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.