"გიკი გოგო" ბრიტანელი მწერლის, ლიტერატურათმცოდნისა და ყოფილი მოდელის, ჰოლი სმეილის სადებიუტო რომანი. ორიგინალი 2013 წელს ინგლისურად გამოიცა. ნათარგმნია 23 ენაზე , მსოფლიოში მისი არაერთი გამოცემა არსებობს. "გიკი გოგო" ავტორის იმავე სახელწოდების, თინეიჯერული წიგნების სერიის, "გიკი გოგოს" რიგით პირველი ნაწარმოებია. ავტორმა სერიის ფარგლებში სულ 6 ნაწარმოები დაწერა. წიგნი პირველად 2013 წელს გამომცემლობა ჰერპერ ქოლინს ბუქსმა გამოსცა და რომანი მალევე მოექცა ბესტსელერებს შორის, მსოფლიოში წიგნის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული.