"დანაშაულის ინდექსის" მიხედვით, საქართველო სამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა. დამოუკიდებელი კვლევითი ვებგვერდის Numbeo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო 118 ქვეყანას შორის მესამეა უსაფრთხოების მხრივ.კვლევის მიხედვით, საქართველოში დანაშაულის ინდექსი 19.26, უსაფრთხოების ინდექსი კი 80.74-ია.უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს წინ მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებს, რომელიც Numbeo-ს კვლევით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე