რომელ ავტომობილებზე გაუხანგრძლივდებათ განბაჟების ვადა იმპორტიორებს - Palitra News

რომელ ავტომობილებზე გაუხანგრძლივდებათ განბაჟების ვადა იმპორტიორებს

2020-03-18 10:48:33+04:00

ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე განხორციელდება.

შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.