რომელ ქალაქშია მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი და ყველაზე ხშირი საცობები? "სიენენის" ცნობით, ასეთ ქალაქად მიჩნეულია ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა, სადაც 5,5 მილიონი მანქანა გადაადგილდება, მათგან მხოლოდ 2%-ია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.ყველაზე ხშირად საცობი ჯაკარტას შემდეგ თურქეთის ქალაქ სტამბოლშია. საცობების მიხედვით მესამე ადგილასაა მექსიკის დედაქალაქი მეხიკო, მეოთხეზე ინდონეზიის ქალაქი სურაბაია, მეხუთეზე - სანკტ-პეტერბურგი, მეექვსეზე - მოსკოვი, მეშვიდეზე რომი, ხოლო მერვეზე ბანგკოკი.