00:06
18 თებერვალი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რომელი წლიდან შეგვიძლია ბავშვს ნაყინი ვაჭამოთ? - რამდენიმე წესი, რომელიც უნდა დაიცვათ სასუნთქი გზების ანთება რომ არ გამოიწვიოთ
13-08-2018

ცხელ ზაფხულში ცივ ნაყინზე კარგი გამაგრილებელი დესეტი არ არსებობს. მაღაზიები ყველანაირი ნაყინი იყიდება და უნდა ვისწავლოთ კარგის ცუდისგან გარჩევა. პედიატრების აზრით, ნაყინი ბავშვს შეგვიძლია ვაჭამოთ სამი წლიდან და ისიც მხოლოდ თეთრი, ცხიმიანობით 0,5-დან-7,5 პროცენტამდე. ხოლო ნაღების და პლომბირი ცხიმიანობით 8 პროცენტი მხოლოდ 4 წლიდან და ისიც დღეში ერთი ულუფა.

უნდა გახსოვდეთ, რომ ნაყინი არ შეიძლება ბავშვებისთვის, ვისაც ალერგია აქვს რძეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაყინი შედგება შაქრისგან, მარტივი ნახშირწყლებისგან და მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. ამიტომ, მისი ჭამა არ შეიძლება ძილის წინ და ჭამის შემდეგ. უმჯობესია, ბავშვს ნაყინი აჭამოთ საუზმესა და სადილს ან სადილსა და ვახშამს შორის.

სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი რომ არ გამოიწვიოთ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ: ბავშვს ნუ აჭმევთ ნაყინს ქუჩაში, ძლიერ სიცხეში. კონტრასტული ტემპერატურა შეიძლება საზიანო იყოს ბავშვის ყელისთვის. უმჯობესია, ნაყინი ოდნავ შემდნარი იყოს. 10- 15- გრადუსიანი ტემპერატურა ოპტიმალურად ითვლება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები