სრულფასოვანი ძილი და D ვიტამინი ართრიტისა და ზურგის ქრონიკული ტკივილის მკურნალობისას მნიშვნელოვანი ფაქტორია. სან-პაულოს ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების ანალიზით აღმოაჩინეს, რომ D ვიტამინი და ხარისხიანი ძილი ეფექტური კომბინაციაა ზურგის ქრონიკულ ტკივილთან და ართრიტთან გასამკლავებლად.კვლევის მონაცემების თანახმად, D ვიტამინს შეუძლია ორგანიზმის ანთებით პასუხზე ზემოქმედება. D ვიტამინის დეფიციტთანაა დაკავშირებული ძილის დარღვევებიც. სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ რთულ პროცესში, ძილისა და ტკივილის შეგრძნების რეგულაციის ჩათვლით.მეცნიერების მტკიცებით, D ვიტამინს უნიკალური თვისებები გააჩნია. იგი იცავს უჯრედებს ცილების მუშაობის დარღვევისა და მათი არასწორი შედედებისას.