მობილური მოწყობილობების რაოდენობა 2019 წლის მე-4 კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 160 ათასით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მობილური მოწყობილობების მიხედვით, ყველაზე მეტი - აბონენტების - 36% ყავს „სამსუნგს“. მას მოსდევს Apple – 14%-ით; მე-3 ადგილზეა - Microsoft&Nokia – 11%-ით. მე-4 პოიზიციას Huawei იკავებს - 10%-ით. ხოლო დანარჩენი 29% სხვა მობილურ მოწყობილობებზე ნაწილდება.