2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 193 მილიონ 735 ათას 800 დოლარი შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები წინა წლის მონაცემთან შედარებით 0.5 მეათედი პროცენტით მეტია.2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი იყო. ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ აღნიშნულ ქვეყანასთან მილიარდ 293 მილიონ 834 ათას 700 დოლარი შეადგინა. მილიარდ 32 მილიონ 502 ათას 600 დოლარით რუსეთი მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზე კი 772 მილიონ 378 ათას 400 დოლარით ჩინეთი გავიდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს აზერბაიჯანი და სომხეთი ინაწილებენ, შესაბამისად 754 მილიონ 855 ათას 600 და 464 მილიონ 137 ათას 200 დოლარით. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში მოხვდნენ უკრაინა, აშშ , გერმანია, რუმინეთი და ბულგარეთი.