რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ტაილანდს ეწვია.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა პირველი შეხვედრა ბანგკოკის მთავარ სტადიონზე გამართა, სადაც მას ტაილანდში მცხოვრები კათოლიკეები შეხვდნენ. პაპმა ქალებისა და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტაილანდში ათასობით ადამიანი პროსტიტუციის მსხვერპლია და მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. აღსანიშნავია, რომ UNAIDS-ის კვლევის მიხედვით ტაილანდში 123 000 სექსმუშაკია.
პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჩირალონგკორნსა და მის მეუღლეს, დედოფალ სუთიდას შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ტაილანდელების უმეტესობა ბუდისტები არიან. მოსახლოების 1% კი კათოლიკეა.