შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის პოლიტიკა და გადამწყვეტი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირთან ცივი ომის დასრულებაში, არაორდინალური და მეტად წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო. მართალია, ისტორიკოსები ხშირად ადარებენ რეიგანს ლეგენდარულ ამერიკელ ლიდერებს ჯორჯ ვაშინგტონს, აბრაამ ლინკოლნს და ფრანკლინ რუზველტს, რომელთაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მაგრამ არც მისი ხისტი პოლიტიკის ხაზგასმა ავიწყდებათ, მით უფრო, საოცრად ჯიუტი პრეზიდენტის გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ალცჰეიმერის სინდრომით დაავადებული რეიგანი, 2004 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. ნენსი რეიგანმა, რომელიც ბოლო წუთამდე მეუღლის გვერდით იყო, უარი თქვა საჯარო კომენტარის გაკეთებაზე და მხოლოდ სინანულით აღნიშნა, რომ „გრძელი და რთული გზის შემდეგ რონიმ დასვენება გადაწყვიტა, თვითონ კი, მხოლოდ იმაზე წყდება გული, რომ ვერასდროს შეძლებს მის გვერდით ყოფნას“.