ესტონეთი არის მეზობელი ქვეყნების გერმანიის, რუსეთის, ლატვიის, ლიტვის და სკანდინავიის გავლენის მქონე სამზარეულო.
ტრადიციული ესტონური სამზარეულო ძირითადად ხორცსა და კარტოფილზეა დაფუძნებული, ზღვისპირა და ტბისპირა ადგილებში თევზსაც ხშირად მოიხმარენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესდღეობით მასზე ზეგავლენას ბევრი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო ახდენს და აქედან გამომდინარე აქ შეხვდებით როგორც საერთაშორისო კერძებს, ასევე მეზობელი ქვეყნების ტრადიციულ სამზარეულოებს. ყველაზე ტიპიურ ესტონურ საკვებს ჭვავის პური, ღორის ხორცი, კარტოფილი და რძის პროდუქტები მიეკუთვნება. ტრადიციული ესტონური სამზარეულოს პირველი კერძი როგორც წესი ცივია. ეს შეიძლება იყოს კარტოფილის სალათთან ან როსოლიესთან ერთად მორთმეული სხვადასხვა მწნილები, ხორცეული და სოსისები.