"ტოიოტა პრიუსი" Plug-in-ჰიბრიდის სახითაც გამოვიდა. მას სამი მოტორი აქვს და იტენება. "პრიუსი" ჩუმად და რბილად მიდის. კეთილი ელექტრომოტორი თავის საქმეს ბეჯითად აკეთებს, მანქანა გაზზე სპონტანურად რეაგირებს. უკაცრავად, გაზზე კი არა, გაზის პედალზე. განსაკუთრებით სასიამოვნო ის მომენტია, როცა შუქნიშანზე მწვანე აინთება და შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ერთი მოსხლეტით ასწრებ.Plug-in-ჰიბრიდულ ”პრიუსთან” პირველი შეხვედრისას საქმეს ძალიან მშვიდად მივუდექით, რადგან გვინდოდა, გაგვეგო, რამდენ ხანს ივლიდა მანქანა მხოლოდ ელექტრონული სვლით და როდის ამუშავდებოდა ბენზინის ძრავა.