როცა ვნახე ციხის კადრები, როგორ ვათრიეთ პრეზიდენტი, ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება... - პაატა ბურჭულაძე - Palitra News

როცა ვნახე ციხის კადრები, როგორ ვათრიეთ პრეზიდენტი, ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება... - პაატა ბურჭულაძე

2021-11-17 13:18:41+04:00

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს მომავალი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის. აღნიშნულის შესახებ ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც ის მეორე დღეა შიმშილობს.

როგორც საოპერო მომღერალი აცხადებს, მისი შიმშილობის მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა და მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ბურჭულაძის თქმით, მან შიმშილობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები იხილა.

„ერთი კვირის წინ საქართველოში ვიყავი, იმედი მქონდა, რომ „ქართული ოცნება“ ცოტა ჭკუაზე მოვიდოდა და მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაიყვანდა. საზღვარგარეთ წავედი, ჩემი საქმიანობა გავაგრძელე, მაგრამ როცა ვნახე ციხის კადრები, რომელმაც მთელი საქართველო ველური ქვეყნების სიაში ჩაგვაყენა - თუ როგორ ვათრიეთ ჩვენი პრეზიდენტი და რა ამაყად ვანახეთ ეს მთელ მსოფლიოს, რომ თურმე, ჩვენ შეგვიძლია ადამიანების ასე მოპყრობა, ამის შემდეგ გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი და ისეთი პროტესტისთვის მიმემართა, რომელიც მე შემეფერებოდა. მეც შემიძლია ჩამოვიდე, აქციებზე ვიარო და სიტყვით გამოვიდე, მაგრამ მე მგონი, ამაზე მეტ ყურადღებას მივიქცევ - საზღვარგარეთის ყურადღება მაქვს მხედველობაში, იმით, რომ აქ შიმშილს გამოვაცხადებ. პირველივე დღეს, როცა დავწერე, რომ შიმშილს დავიწყებდი, უკვე გამოგვეხმაურნენ ლონდონიდან ჟურნალისტები, იქიდან კორესპონდენტი საქართველოში ხვალ ჩამოვა...

მე მეგონა, რომ ცოტა გონზე მაინც იქნებოდნენ, მაგრამ კადრებმა გვანახა, რომ „ოცნება“ გასულია მომსახურების ზონიდან, საერთოდ ვეღარ აზროვნებენ, რას აკეთებენ“, - აცხადებს ბურჭულაძე.

წაიკითხეთ ვრცლად "ინტერპრესნიუსზე"