რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის გამოჯანმრთელებას დღეს ელოდებიან.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განაცხადა, დღეს ერთ-ერთ ინფიცირებულს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.
ირაკლი გვაზავას თქმით, გუშინ პაციენტის პასუხი იყო უარყოფითი და იმ შემთხვევაში, თუ დღესაც პასუხი უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. ამ დროისთვის საადადმყოფოში ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.