რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის წარმოშობით ქართველ ჩემპიონს კრივში, გიორგი კუშიტაშვილს ბრალი დაუმძიმა და ახლა როსგვარდიის თანამშრომლის ცემასთან ერთად, კოკაინის შენახვასაც ედავება. ჯერჯერობით უცნობია, კუშიტაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ოვიკ ოგანესიანი აღიარებენ თუ არა ბრალს. ჯერჯერობით მოკრივეები 1-ელ აპრილამდე არიან დაკავებულნი.