ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდე ევროპეისკაია პრავდასთან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. ესტონეთის პრეზიდენტი მიუთითებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. მისი შეფასებით, ევროპის მიდგომამ რუსეთის მიმართ გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო.