რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა.ტაქტიკური სწავლება ცაბალის პოლიგონზე იმართება. წვრთნების ფარგლებში სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციასა და ჯავშანტექნიკას გაანადგურებენ.