რუსეთი აშშ-სთან იარაღის პოტენციური შეჯიბრის შესახებ საუბრობს. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, აშშ-ის არ ადარდებს იარაღის შეჯიბრი, რუსეთი კი ამ პერსპექტივით შეშფოთებულია. აღნიშნულის შესახებ პოლიანსკიმ აშშ-ის მიერ რამდენიმე დღის წინ 500 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი რაკეტის გამოცდის გამო ისაუბრა. აღნიშნული რაკეტების გამოცდას ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირსა და აშშ-ის შორის მიღწეული შეთანხმება კრძალავდა, თუმცა, ამ შეთანხმებიდან 2 აგვისტოს რუსეთიც და ვაშინგტონიც გავიდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა რუსეთი ამ შეთანხმების მუდმივ დარღვევაში დაადანაშაულა. სტეფან კოენის განცხადებით, აშშ არ დარჩებოდა იმ შეთანხმების მონაწილე, რომელსაც რუსეთი გამუდმებით არღვევდა. თავის მხრივ რუსეთი ვაშინგტონს ადანაშაულებს ხელშეკრულების დარღვევაში.