იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. საანგარიშო პერიოდში 2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, რუსეთში საქონლის ექსპორტი 84 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთთში 151 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა. უმსხვილესი საექსპორტი ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთს მოსდევს: თურქეთი - 97 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 9.7%-ია. მესამე ადგილს კი ჩინეთი იკავებს - 82 მილიონი დოლარი, რაც ექსპორტის 8.2%-ია. ათეულში ასევე არიან სომხეთი; ბულგარეთი; აზერბაიჯანი; აშშ; ესპანეთი; რუმინეთი და უკრაინა.