რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ მურაშკო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პოტენციური ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის გაერო-ს შტაბ-ბინაში წარდგენას გეგმავს, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო გაერო-ს პერსონალისთვის ნებაყოფლობითი ვაქცინაციისთვის საჭირო რუსული ვაქცინის მიწოდება უზრუნველეყო.
შეგახსენებთ, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა დარეგისტრირებული: “სპუტნიკ V" და „ეპივაკკორონა“.