რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს დააწესებს. რუსული მედია სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ კვოტის პარამეტრები ყოველ წელს მოსავლის აღების შემდეგ დადგინდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, მსოფლიოში რუსულ მარცვლეულზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო საკონტროლო ზომების არარსებობამ შესაძლოა შიდა ბაზარზე მისი დეფიციტი გამოიწვიოს.
ამავე დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის წლის პირველი ნახევრისთვის ასეთი ღონისძიების გამოყენება არ არის მოსალოდნელი.
ცნობისთვის, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020-21 წლების სეზონზე 45 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს პროგნოზირებს, მათ შორის, ხორბალი 35 მილიონ ტონა იქნება.