22:35
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსეთი ყაზახეთში ახალი საფონდო ბირჟის შექმნას გეგმავს
23-06-2022

ფინანსური ბაზრის რუსი მონაწილეები, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა (Saint Petersburg Stock Exchange-SPB) და Freedom Holding-ი ყაზახეთში ახალი ბირჟის შექმნას განიხილავენ. ინფორმაციას Frank Media დისკუსიაში მონაწილე ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, პროექტის დეტალები ჯერ არ შემუშავებულა. გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ბაზრის მონაწილეებმა ახალი ბირჟა შესაძლოა, ყაზახეთში, საერთაშორისო ფინანსურ ცენტრ „ასტანის“ (AIFC) ბაზაზე შექმნან.

რუსული Forbes-ის შეფასებით, ახალი პლატფორმა რუსულ კომპანიებს უცხოური კაპიტალის მიზიდვაში დაეხმარება, ხოლო სანკტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟასა და პროფესიონალ რუს მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ვაჭრობა უცხოური ფასიანი ქაღალდებით განაგრძონ, თუკი უცხოური ინფრასტრუქტურის მხრიდან ტრანზაქციები და გადახდები სრულად აიკრძალება.

წყაროს ცნობით, პროექტის შესაძლო აქციონერებს შორის სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და Freedom Holding-ია, თუმცა ბირჟის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად სხვა ინვესტორებიც მიიწვიეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები