რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობა შეაჩერა კომპანია Paramount-მა. უმსხვილესმა კინოკომპანიამ ჯერ კიდევ მარტში დატოვა რუსეთის კინოგაქირავება.
Paramount-ის არხებია Nickelodeon, Nick Jr., NickToons, Paramount Comedy, MTV Russia და MTV Live HD. ყველა არხი 20 აპრილს გაითიშება.
მსგავსი გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო ასევე კომპანია Discovery-მ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე 15 არხს ტრანსლირებდა.
Nickelodeon ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო არხია, რომლის ყველაზე პოპულარული ანიმაციაა SpongeBob SquarePants.
Paramount-ის გარდა რუსეთის ბაზრდიან გავიდა ასევე კინოკომპანიები Disney, Warner Bros. და Sony Pictures.