სანქციების დაწესებიდან მესამე კვირაში, ტურიზმის დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა. ამის შესახებ "თიბისის" ტურიზმის სექტორის ყოველკვირეულ ანალიზშია აღნიშნული. კვლევაშის თანახმად, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 6.8%-ით შემცირდა, მაშინ როცა ორი კვირის წინ 13.5%-იანი და 21.4%-იანი შემცირებები ფიქსირდებოდა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების კლება ისევ მკვეთრი იყო, თუმცა, გაიზარდა სახმელეთო გზებით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.