რუსეთის დუმამ, სხდომაზე, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დადგენილება და განცხადება მიიღო, რომელშიც რუსი დეპუტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და მზადყოფნას გამოთქვამენ, ვითარების დასარეგულირებლად, შუამავლის როლი შეასრულონ.
„სახელმწიფო დუმა აცხადებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, რეგიონში ესკალაციის დაუშვებლობის და ვითარების დარეგულირების მშვიდობიანი უალტერნატივობის შესახებ. სახელმწიფო დუმის დეპუტატები მხარეებს მოუწოდებენ, სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა პროცესს და მზად არიან, შეასრულონ შუამავლის როლი სიტუაციის დასტაბილურების საკითხში“ , - ნათქვამია გნაცხადებაში.
დეპუტატები აქვე გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას მთიანი ყარაბაღის ზონაში „ვითარების მკვეთრად გამწვავების გამო, რამაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია“ .