04:03
22 იანვარი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთის დუმის სპიკერი - უკრაინის პრეზიდენტი რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭებით დასავლეთის შეკვეთას ასრულებს
14-08-2019

ს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - უკრაინის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მისცეს იმ პირებს, რომლებიც რუსეთში დევნას განიცდიან - განპირობებულია არა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის სურვილით, არამედ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სურვილით პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება შეზღუდონ ან გააუქმონ.

რუსეთის დუმის სპიკერის აზრით, აშშ-მ უკრაინა გადააქცია სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარი სტაბილურობისა და განვითარების ხარჯზე რუსეთის საზღვრებთან პრობლემებისა და დაძაბულობის შექმნის კერა გახდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ის მოქალქეები, რომლებიც უკრაინის დაცვაში იღებდნენ მონაწილეობას და დღეს ამის გამო პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარტივება შეეხებათ იმ უცხოელებსაც, ან მოქალაქეობის არმქონე პირებსაც, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ ან იმსახურეს.

AutoPlay
დონალდ ტრამპმა გარემოსდამცველ აქტივისტებს "სიკვდილის მაუწყებლები" უწოდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
"გულახდილად თქვით, რომ ბატონი ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის სცენარს" - ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებები საქართველოს შესახებ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
20 ივნისს დაკავებულთა ოჯახის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
საფრანგეთში ენერგოსექტორის თანამშრომელთა გაფიცვის გამო, კომპანიების ნაწილს ელექტროენერეგიის მიწოდება შეუწყდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
სახალხო დამცველის თქმით, იუსტიციის მინისტრის მიერ ნაჩვენებ ვიდეოებთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ეკონომიკის მინისტრი და USAID/Georgia-ის მისიის დირექტორი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები