დასავლურმა სანქციებმა დაგვანახეს, რომ რუსეთის ენერგეტიკა სერიოზულად არის დამოკიდებული უცხოურ ტექნოლოგიებზე, მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა მოკლე ვადებში უნდა გახდეს იმპორტდამოუკიდებელი ისეთ სფეროებში, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია რუსული ენერგეტიკის ფუნქციონირებისთვის - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლურმა სანქციებმა ნათლად დაანახა მოსკოვს, რომ საჭიროა შექმნას საკუთარი ძალებით პროგრამული უზრუნველყოფა და ელექტრონული კომპონენტები იმისათვის, რომ შეფერხება არ შეექმნას კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ სფეროს.