რუსეთის ერთადერთ ავიამზიდზე, ადმირალ კუზნეცევზე ხანძარი გაჩნდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე ხუთი ადამიანი.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, ცეცხლის არეალი 600 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადმირალი კუზნეცევი საბჭოთა კავშირში, 1985 წელს ააგეს. მას სირიაში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ მურმანსკის პორტში არემონტებდნენ.
მედიის ცნობით, ავიამზიდის საზღვაო ძალებში დაბრუნებას 2022 წლისთვის ვარაუდობდნენ.