რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქვანახშირის შახტაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ.
"შახტაში 49 ადამიანი რჩება, მათგან ცხრა გარდაცვლილია", - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, მაშველებმა 237 მეშახტის ამოყვანა შეძლეს. 45 მათგანი დაშავებულია, ორი დაშავებული მეშახტის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.