რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად დიდი შვიდეული 4 მილიარდ 500 მილიონი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა.
აშშ-ის, ევროკავშირის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანიც სურსათის გაძვირებით ყველაზე მეტად დაზარალებული 47 სახელმწიფო მოსახლეობის დახმარება იქნება.
გამოყოფილი თანხიდან 2 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარულ ინტერვენციებზე დაიხარჯება, 760 მილიონი - სასურსათო დახმარების პროგრამებზე, თანხის დარჩენილი ნაწილი კი მოსახლეობის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.