მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში 45 ადგილიდან 26 დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღეს, თუმცა, აქედან ბევრი მმართველი პარტიის "ედინაია რასიას" წარმომადგენელი. არჩევნებზე დასწრება ძალიან დაბალი იყო. საარჩევნო ურნებთან ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა სულ 21,69% მივიდა.
მანდატების დაახლოებით 60 პროცენტს მაინც მმართველი "ედინაია რასია" აკონტროლებს. სისტემურმა ოპოზიციამ კი ხმების დაახლოებით 40 პროცენტი მიიღო. აქედან კომპარტიას 14 მანდატი აქვს, "იაბლოკოს" და "სპრავედლივაია რასიას" სამ-სამი.
რეალური "არასისტემური" ოპოზიცია - ალექსეი ნავალნის და დიმიტრი გუდკოვის ჯგუფები, მოსკოვის არჩევნებში არც დაარეგისტრირეს. ამიტომაც ნავალნიმ თავის მომხრეებს მოუწოდა ყველაზე მეტი შანსის მქონე სხვა ოპოზიციური კანდიდატებისთვის მიეცათ ხმა. ამ ე.წ. "ჭკვიანმა ხმის მიცემამ" შედეგი მაინც გამოიღო, ვინაიდან 45-იდან 22 გამარჯვებულ კანდიდატს ნავალნის უჭერდა მხარს.