რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს ქვეყანაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ბარიერების შექმნა ფინანსური სპეკულანტებისთვის. "ეს მევახშეობის ამორალური პრაქტიკაა", - ასე შეაფასა რუსეთის პატრიარქმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ასეთ კრედიტებს ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს აძლევენ.