მოსკოვი ნეგატიურად აფასებს გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ ბელარუსის საკითხზე მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება და იურიდიულად ბათილად ითვლება.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ ბელარუსის საკითხზე გაიმართა მორიგი ცალმხრივი და პოლიტიზირებული დისკუსია. ოფიციალური მოსკოვის მოსაზრებით, არც გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს და არც ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ჯგუფებს უფლება არ აქვთ, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაფასონ.
„ასეთი ქმებებები ძირს უთხრის გაერო-ს რეპუტაციას ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების თვალსაზრისით,“- აღნიშნულია განცხადებაში.