რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართა. “საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ მოსკოვში იქ მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც ამ ამიერკავკასიის სახელმწიფოს შიდა საქმე. რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მშვიდობით და სტაბილურობით საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.