რუსეთმა გაეროს რეზოლუცია სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შესახებ დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. რუსეთის გარდა, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარი ბოლივიამაც არ დაუჭირა, თავი შეიკავა ჩინეთმა. შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის პროვინცია იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თავდასხმას 70-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა, აქედან 11 ბავშვი იყო.