რუსეთმა, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატებმა ქვეყანა ერთი კვირის მანძილზე უნდა დატოვონ. ამასთან, საგარეო უწყებაში დაიბარეს გერმანის ელჩი, რომელსაც პროტესტი გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს. მოგვიანებით, მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებდა.