რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დღეს დილით დარეგისტრირდა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუსეთში დარეგისტრირებული ვაქცინის მასობრივი წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება. „იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მასობრივი წარმოების დაწყებას. ამ პრეპარატის მასობრივი წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პუტინმა.