17:27
7 მაისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსეთმა, რომელიც საქართველოსთვის წიწიბურას თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია, შესაძლოა, ექსპორტი დროებით შეზღუდოს
04-05-2021

რუსეთმა შესაძლოა, წიწიბურას ექსპორტი დროებით შეზღუდოს. აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. როგორც „ვედომოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ექსპორტის შეზღუდვაზე წინადადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააყენა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ სეზონზე წიწიბურას ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ მოთხოვნის ზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაძვირების გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწიბურას ექსპორტის დროებით შეზღუდვას განიხილავს. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოსთვის პროდუქტის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. კერძოდ, როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოდის. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 ათას 700 დოლარი წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 ათას 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები