
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო ტარიფი შესაძლოა, 50 ევრომდე გაზარდოს
13-01-2021
რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო ტარიფი შესაძლოა, 50 ევრომდე გაზარდოს. აქამდე დაანონსებული იყო, რომ გადასახადი ტონაზე მხოლოდ 25 ევრო იქნებოდა.
როგორც ცნობილია, რუსეთი 15 თებერვლიდან საექსპორტო მარცვლეულზე საბაჟო ტარიფის დაწესებას აპირებს. ახალი წესი 30 ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში. როგორც „ინტერფაქსს“ მარცვლეულის ბაზრის მოთამაშეებმა ანონიმურად განუცხადეს, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ტარიფი აუცილებლად გაიზრდება და ის აქამდე გაჟღერებულ 25 ევროზე მეტი იქნება.
მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, საექსპორტო გადასახადი შემოდის მარცვლეულის შიდა ფასების სტაბილიზაციისთვის.
ცნობისთვის, რუსული ხორბლის ამჟამინდელი ფასი ერთ ტონაზე 275 დოლარს შეადგენს.
AutoPlay

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საწვავს საქართველო
გამოქვეყნდა 9 საათის წინ

შესაძლებელია თუ არა არსებობა 192.5 ლარად?
გამოქვეყნდა 9 საათის წინ

Apple კეცვად სმარტფონზე მუშაობს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ

რუსული ხორბლის ფასმა მორიგი რეკორდი განაახლა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ

ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება აპრილამდე შეჩერდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ

რა მოცულობის ელექტროენერგია დააკლდება ქვეყანას "ენგურჰესის" გაჩერებით
გამოქვეყნდა 21 საათის წინ