რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 362342-ს მიაღწია. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 174 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3807 შეადგინა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 131129 ადამიანი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 227406-ს შეადგენს.