რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 8894 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 326 448 შეადგინა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 150 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 3249-ს მიაღწია.
ამ დროისთის, რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 99825 ადამიანი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 223374-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთში ფიქსირდება.