რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 8 855 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 458 689-მდე გაიზარდა. რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით კიდევ 197 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 5 725-ს მიაღწია. რაც შეეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში მათი რაოდენობა ქვეყანაში 221 000-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირბული პაციენტების მიხედვით აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.