რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 441 108-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რუსეთის კორონავირუსის კრიზისის რეაგირების ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-სგან კიდევ 169 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 5 384-ს მიაღწია. 204 623 ადამიანი ვირუსისგან უკვე განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.
ცნობისათვის, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზე დგას.