რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 8 371 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 380 000-ს მიაღწია. ამასთან, რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსით კიდევ 174 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 4 142 შეადგინა.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რუსეთში ვირუსისგან 151 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 224 000-ს შეადგენს.