რუსეთში ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში, კოლეჯში 19 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ, ახალგაზრდას, რომელიც სავარაუდოდ, ამავე კოლეჯის სტუდენტი იყო, ცეცხლი გაუხსნა.
მედიის ცნობით, მამაკაცმა თავი მოიკლა. ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული სამსახური მუშაობს. კიდევ ერთი გარდაცვლილი მამაკაცი, ამავე კოლეჯის სტუდენტია. დაშავებულ სტუდენტებს კი მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებათ. ექიმების ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა.