13:45
8 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსეთში ხორბლის ფასი რეკორდულად გაიზარდა
24-03-2020

რუსეთში ხორბალზე ფასი რეკორდულად გაიზარდა და მან რუსული ნავთობის ღირებულებასაც გადააჭარბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი ტონა ხორბალი 170 დოლარამდე და 50 ცენტამდე გაძვირდა, მაშინ როცა ერთი ტონა URAL-ის ტიპის ნავთობი, დღევანდელი კურსით, 164 დოლარი ღირს. აქამდე რუსულ ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 155 დოლარი ღირდა. რუსული ხორბლის ფასის მკვეთრი მატების მიზეზად პროდუქტზე გლობალური მოთხოვნის ზრდა და რუბლის შესუსტება სახელდება.

მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის მოთხოვნა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 6-7% –ით გაიზარდა, ხოლო ნავთობის ფასი იმ დონემდე დაეცა, რაც ადრე კრიზისების დროს იყო დაფიქსირებული.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთში სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაორმაგდა. 2019 წლის ბოლოს, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის ექსპორტმა 25 მილიარდ დოლარს მიაღწია და 2000 წელთან შედარებით 20-ჯერ გაიზარდა. ამასთან, 2020 წლის 17 მარტის მდგომარეობით 40 მილიონ 600 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული სეზონის ექსპორტის დონეს შეესაბამება.

AutoPlay
"ბილაინი" თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
გლობალური კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
სინგაპურის თითოეული მოქალაქე დახმარების სახით 1,1 ათას დოლარს მიიღებს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თებერვალში ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 36 ტონით გაზარდეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
OPEC+-ის შეხვედრის წინ ნავთობის ფასი გაიზარდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები