რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 581 693-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 366 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 27 301-ს მიაღწია. საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 186 041 ადამიანი განიკურნა.