რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 27 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 242 633-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 510 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 39 068-ს მიაღწია. ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დღემდე 1 739 470 ადამიანი განიკურნა.