რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 27 403 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 402 949-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, ქვეყანაში კიდევ 569 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 42 176 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რუსეთში ვირუსისგან 1.8 მილიონი ადამიანი განიკურნა.
რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.